Forwarded from Alt-Info News
📢⚜️ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.
ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
სრულიად საქართველო ლაზარეს შაბათს ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს.
იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!"

📢⚜️მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.
სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად, იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.
მორწმუნეები ამ დღეს ტაძრიდან ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

Media is too big
VIEW IN TELEGRAM
აგენტები აგენტებს ასამართლებენ?
Forwarded from შოთა მარტინენკო / Shota Martinenko
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ანუ, ოცნებამ, ნაცებს არც ამ არჩევნებამდე დავასრულებთ, ამ არჩევნებზეც უნდა გამოვიყენოთ საფრთხობელადო))
და პრობლემა იმაშია, რომ არჩევნები არ დაილევა ამ ქვეყანაში...

გამარჯობა ძვირფასო და ღრმად პატივცემულო ხალხო. რასაც ქვემოთ დავწერ, შენს შემადგენლობაში შემავალ ცალკეულ ინდივიდებს არ ეხება ვინც სხვანაირად ქცევას და აზროვნებას ახერხებს. ახლა იმ განზოგადოებას მოგმართავ, ერთობით ამ ქვეყნის ბედი რომ გიპყრია ხელში. როდესაც პირველად ეკლესიაში სიარული დავიწყე, ერთ-ერთი მთავარი რის მიღებაც მიჭირდა და პროტესტს მიჩენდა, იყო პოზიცია, რომ ყოველ ხალხს ისეთი მთავრობა ყავს როგორსაც იმსახურებს. ვერ ვეგუებოდი. ნერვები მეშლებოდა. ახლა ამ წლების შემდეგ ვხვდები რამხელა სიბრძნე დევს ამ სიტყვებში. არაა რაც ახლა ხდება, არც ბიძინას და არც ოცნების ბრალი. რახან მეათე არჩევნებია ორი ხელით მივირთმევთ ,,ამ ერთხელაც მოგვეცით ხმა და ნაცებს დავასრულებთ,,-ს, ესეიგი ღირსები ვართ. რახან სიმართლის მოსმენას, მეასეჯერ ტყუილში ყოფნა გვირჩევნია, ესეიგი ეს ტყუილი კი არა არჩევანი ყოფილა.
სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის შემყურე იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ თეორიულად ხვალ რომ ოცნებას ისეთივე ციხის კადრები დაუდონ რაც ნაცებს, რომ აღმოჩნდეს ,რომ ესენიც ხალხს აწამებდნენ, მაინც გამოვარდება ოცნების მცველთა ჯარი სიტყვებით: ნაცები არ მობრუნდნენ, ნავს ნუ არყევთ, ამ ერთხელაც დავუდგეთ გვერდში.
მალე ნაცები დასრულდება.
მალე.. ნაცები... დასრულდება..
მალე...
პ.ს ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ნაცმოძრაობას 2025 წლის არჩევნებამდე არ აკრძალავს

📢⚜️დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია.
სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო.
ყველა მოქმედ ტაძარში დღეს აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება, ლიტურგიის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა.
ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს ეს რიტუალი არ შესრულდება.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება.
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, როდესაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, რომელშიც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა.
ხვალ კი წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ.

რა მოგელის, როცა სხვის იმედზე შენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ომში შედიხარ - თუ საქმე გართულდა, ბოლოს ის "მოკავშირე" გეტყვის, ეს ჩემი ომი არ არის და უნდა გაგეცალოო...
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მომლოცველები უკვე იკრიბებიან და ისინი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის თვითმხილველები გახდებიან.
იერუსალიმში იმყოფებიან საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც.
დაახლოებით, 13:00 საათისთვის ტაძარში არაბი მართლმადიდებლები მივლენ. ტრადიციისამებრ, ყიჟინითა და შეძახილებით - „ჩვენი რწმენა მართალია“ მომლოცველებს ახარებენ.
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე სასულიერო პირებთან ერთად მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დაახლოებით, 14:00 საათისთვის მივა. კუვუკლიასთან მას სხვა კონფესიის წარმომადგენლები გაჩხრეკენ, რის შემდეგაც იგი უფლის საფლავზე შევა და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის განკუთვნილ ლოცვებს წაიკითხავს.
ტაძრის გარშემო და ზოგადად, იერუსალიმის ძველ ნაწილში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. დადგმულია ბარიერები და ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

ქართული იდეა: მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ ბატონი ლევან ჩაჩუა ებრძვის მე-4 სტადიის კიბოს. სამწუხაროდ, იმუნოთერაპიის 9 გადასხმის შემდეგ ღვიძლში 3 მეტასტაზს დაემატა 2 ახალი კერა, ხოლო კუჭთან და პანკრიასთან არსებული მეტასტაზები საგრძნობლად გაიზარდა. პანკრიასთან მეტასტაზის ზომამ 130/80 მმ. მიაღწია.
ამიტომ, ლევანი სასწრაფოდ გადააფრინეს საფრანგეთში (ამ წუთას კლინიკაში წევს და უტარდება ზედაპირული მკურნალობა) სადაც ელოდება სამედიცინო დაზღვევის მიღებას, რის შემდეგაც ექიმებს შეეძლებათ სრულფასოვანი მკურნალობის დაწყება, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს (სამიდან ექვს თვემდე) და აქედან გამომდინარე ახლა პირადი ხარჯებით უწევს თავის გატანა. ბევრი თქვენგანის მომართვის გამო ვდებთ ლევანის ანგარიშებს, რათა ვინც სურვილი გამოთქვა მცირედით მაინც შეეწიოთ მას.
ჩვენთვის ჯვარცმულმა უფალმა შეიწყალოს ლევანი, რომ დროზე ადრე დაუწყონ სრულფასოვანი მკურნალობა.
ღმერთმა ბედნიერ აღდგომას დაგასწროთ.
გთხოვთ გააზიაროთ.
საქართველოს ბანკის ანგარიში:
GE40BG0000000827956200
TBC: GE11TB7561845063300006
პ/ნ 01026004095 ლევანი ჩაჩუა

This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
📢⚜️ზეციური ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე თბილისის დროით ზუსტად 15:36 საათზე გადმოვიდა
Forwarded from შოთა მარტინენკო / Shota Martinenko
ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით.
მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაცნობიერება - პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები და, მიღებული დარტყმების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებ ბრძოლას, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს.
ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე და სისუსტე შეიძლება იყოს უიმედობის განცდა, ხელების ჩამოყრა, იმ აზრის გაჩენა, რომ არაფერს აზრი არ აქვს და უნდა შევეშვათ.
ხოლო ყველაზე დიდი ძალაა საკუთარი ბრძოლის სიმართლის განცდა, სიჯიუტე და მოუსვენრობა.
ამ ბრძოლაში არაფერი მარტივი არ იქნება, მოწინააღმდეგე არაფერს იოლად არ დაგვითმობს, ცხადია, კიდევ გველის წინ იმაზე არანაკლები წინაღობები, ვიდრე აქამდე გვქონია და გამოსავალი აქ მხოლოდ ის არის, რომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ამ ბრძოლაში ჩავებით, ასე მოგვიწევს ცხოვრება კიდევ დიდხანს და სირთულეები და უსამართლო წინაღობები ამ ცხოვრების ჩვეულებრივი ყოველდღიური შემადგენელია. მხოლოდ მაშინ, როცა ასე ცხოვრებისთვის მზად ხარ და მოწინააღმდეგეს ნებისყოფაში აღემატები, ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად აღწევ ცვლილებებს, რომლებიც მთელ ქვეყანას ეტყობა.
რისთვისაც ჩვენს დიდ გუნდს ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ მიუღწევია და კიდევ ბევრჯერ მიაღწევს.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც იბრძვით და არ ჩერდებით და ვისი სიჯიუტის შედეგია, რომ დღეს კონსერვატორებს პოლიტიკურ ველზე არსებობის და პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობის უფლება უღიარეს!
შემდეგი ბრძოლა უკვე არჩევნებზე გვექნება.

უკრაინის საკითხზე დღეს ლონდონში დაგეგმილი მოლაპარაკებები, ფაქტიურად, ჩაიშალა.
რადგან უკრაინის ხელისუფლება არ დათანხმდა ამერიკის სამშვიდობო გეგმას, რომელიც, როგორც დასავლური მედია იუწყება, ითვალისწინებდა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად გამოცხადებას, კონფლიქტგის არსებულ ფრონტზე გაყინვას, უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეის აკრძალვას და რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. როგორც გავლენიანი დასავლური მედია იუწყება, საკვანძო საკითხი, რაზეც უკრაინა არ თანხმდება, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებაა.
და ეს მართლა რეალურად შეუსრულებელი პირობაა უკრაინისთვის.
ზელენსკის ამ უარის პასუხად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ლონდონის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ხოლო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ "აშშ-მ ცხადი და სამართლიანი შეთავაზება გაუკეთა რუსეთს და უკრაინას" და თუ ამ შეთავაზებაზე დადებით პასუხს არ მიიღებენ, აშშ შეიძლება მოლაპარაკებებიდან გავიდეს.
ანუ რეალობა გამოდის, რომ აშშ უკრაინას ყირიმის ოფიციალურ დათმობაზე აწვება, რაც, მითუმეტეს შეთანხმების ამ ვერსიაში არსებულ სხვა პირობებთან ბმაში, უკრაინისთვის სრულიად დამღუპველი ვერსიაა.
ამიტომ აქ ან საქმე გვაქვს მოცემულობასთან, სადაც ამერიკელებმა უკვე დაკარგეს შეთანხმების მიღწევის იმედი და ისეთ პირობებს აყენებენ, რომ ჩაშლის შემთხვევაში უკრაინას დაბრალდება წარუმატებლობა და ასე გავლენ მოლაპარაკებებიდან, ან ცდილობენ ყირიმის აღიარების დაუძლეველი პრინციპი იმ ფაქტორად გამოიყენონ, რომ ამ მძიმე პრინციპზე გადაიტანონ მთელი ვაჭრობა და მისი დათმობა-არდათმობის მსჯელობაში უკრაინას საშუალება აღარ დაუტოვონ, დანარჩენ მძიმე პირობებზეც იდაოს და დანარჩენი პირობები დაუბრკოლებლად მიაღებინონ.

ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას და თქვენ რატო გადიხართ არჩევნებზეო- ეწყინათ 😁😁
სანამ ჩვენ აქ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ვართ გადართული, ინდოეთსა და პაკისტანს შორის მდგომარეობა საომარს უახლოვდება. ინდოეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელშიც დაზარალებულმა მხარემ პაკისტანი დაადანაშაულა, სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა. ინდოელებმა თავის მხრივ გადაკეტეს დამბები და ფაქტიურად წყლის ბლოკადა მოუწყვეს პაკისტანს, რასაც უკანასკნელი საომარ აქტს უთანაბრებს. შეინიშნება სამხედრო ძალების მობილიზება და გადაადგილება. სიტუაციას ამძიმებს ის, რომ როგორც ინდოეთი, ისე პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოები არიან.